logo
ENG



ვახტანგ კალოიანი: კარანტინის გამოცხადება სწორია, რაც კარგად გვაჩვენა მარნეულის მაგალითმა

10 აპრ 202021:24
3 წუთის საკითხავი
 

ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი ვახტანგ კალოიანი გადაცემა „COVID 19“-ში ლენტეხის მუნიციპალიტეტში გამოცხადებულ კარანტინს დადებითად აფასებს. მისი განცხადებით, საზოგადოებამ მარნეულის მაგალითზე იხილა, რომ კარანტინის გამოცხადება ხელისუფლების მხრიდან სწორი გადაწყვეტილებაა.

„ძალიან მნიშვნელოვანია დროული და აგრესიული რეაგირება იმ პრობლემაზე, რაც ახლა ლენტეხშია. კარანტინის გამოცხადება სწორია, რაც კარგად გვაჩვენა მარნეულის მაგალითმა. პრობლემა მარტივად გადაიფარა დროული და აგრესიული კარანტინით. კატასტროფა, რაც შეიძლება მარნეულისგან მიგვეღო არ ყოფილა. რაიონების ასე ჩაკეტვა აბსოლიტურად ლოგიკურია“, - განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

ლენტეხის მუნიციპალიტეტი საკარანტინო ზონად გამოცხადდა. პრემიერ მინისტრის პრესსპიკერის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილების მთავარი მიზანი ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეში სტუმრად ახალი კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი იმყოფებოდა. ის მკურნალობის კურსს თბილისში გადის.


close დახურვა